ევროპარლამენტარების განცხადება

პარტიული ინტერესების დათმობებისკენ მოუწოდებენ მხარეებს ევროპარლამენტარები. ევროპელი დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ ისედაც ცხელი პოლიტიკური კლიმატის დაძაბვისგან:  „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი დაიცავს ნაკისრ პასუხისმგებლობას და იპოვის გამოსავალს ამ კრიზისიდან”- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მოამბე