მმართველი პარტიის ინიციატივას დადებითად აფასებენ ევროპარლამენტარები და ოპოზიციას საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. ევროდეპუტატი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ ახლა კრიზისის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეა. სოციალ-დემოკრატების ჯგუფის წევრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. დეპუტატებმა მიიღეს მანდატები ხალხისგან. ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ეს მანდატები აიღონ, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყოს მუშაობა ისე, როგორც ეს ძლიერ ოპოზიციას შეჰფერის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.