საქართველო დიდი ხანია, წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, – წერს ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი და საავტორო სტატიას აქვეყნებს.
ევროდეპუტატი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება და პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ „ქართველმა მილიარდერმა საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ“. მისი ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული, „ტრამპის სტილის“ პრეტენზიების მიუხედავად, დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.