ვარშავამ ევროკავშირის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. პოლონეთში სასამართლო რეფორმის ფარგლებში მიღებული სადავო კანონი ძალაში შევიდა.
ბრიუსელი პოლონეთის მთავრობას სასამართლოს დაქვემდებარების მცდელობაში ადანაშაულებს და სანქციებით ემუქრება.
ახალი კანონის გამო პოლონეთს აკრიტიკებს ევროსაბჭო და ვენეციის კომისიაც, თუმცა ვარშავა უკან დათმობას არ აპირებს და სასამართლო რეფორმის გაგრძელებას გეგმავს.