ოპოზიციონერი დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე აცხადებენ, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა. „ევროოპტიმისტებმა“ მიგრაციასთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გამართეს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციით და შობადობის კლებით. მათი თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის. „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას სპეკულაციას უწოდებს და განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლიდან გამომდინარე, მიგრაცია ჩვეულებრივი პროცესია და საგანგაშო არაფერია.