„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირი საჭიროებით დავეხმარებით მის განხორციელებაში“. – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარზე უფრო მჭიდრო ინტეგრაცია იყო.