დღეს გაირკვევა, როგორი იქნება მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით. საკითხზე ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იწყება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. განიხილება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციას, კონსტრუქციულად ჩაერთოს სამუშაო პროცესში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთობლივი მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა, თანამშრომლობასთან დაკავშირებით უმრავლესობის საჯარო განცხადებების არ სჯერათ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის პოლიტიკური გადაწყვეტილება 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.