მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს? – საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა დრო რჩება. ამ ფონზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკურის სპექტრი 9 ახალ რეკომენდაციაზე ერთად მუშაობას. მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ისევ ელოდებიან. სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე კი, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, ოპოზიციისთვის კი, მათივე თქმით, კარი ღიაა.