ევროკომისიის რეკომენდაციები - სამუშაო შეხვედრა პარლამენტში

პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში – ევრორეკომენდაციების ცხრა პუნქტის შესრულების მიზნით, პოლიტიკურმა მხარეებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს. უკვე სამი საათია, მსჯელობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. დისკუსიას ესწრება საპარლამენტო ოპოზიცია „ლელოს“ გარდა. „ლელოში“ ამ სამუშაო პროცესს ფარსად მიიჩნევენ და ხვალ საკუთარი გეგმის წარდგენას აანონსებენ.

მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ რეკომენდაციების შესრულება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება და გაწერილია კონკრეტული გრაფიკი.

თეონა მანაგაძე პარლამენტიდან – თუ გაკეთდა პირველი განცხადებები და არის თუ არა უკვე გამოკვეთილი ამ შეხვედრის ფარგლებში მონაწილე მხარეთა მოსაზრებები.