საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევის წესი, დიდი ალბათობით შეიცვლება.
ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელსაც ევროკომისიის მეორე პუნქტის შესასრულებლად საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ამზადებს. დღის წესრიგის მთავარი თემები იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება, საოლქო კომისიის წევრთა შერჩევა და 2024 წლისთვის იმ უბნების რაოდენობის გაზრდა, სადაც ხმის მიცემის ელექტრონული მოდელი დაინერგება. შეხვედრაზე ისევ არ მიიწვიეს „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკურ მიკერძოებას ედავება. ორგანიზაციისადმი სოლიდარობის ნიშნად დღევანდელ დისკუსიას არც საია დაესწრო. პროცესის ზედამხედველობის მიზნით შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. საარჩევნო კოდექსში ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შესატანი ცვლილებების პროექტი 21 სექტემბრამდე უნდა იყოს მზად.