ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა ოპოზიციის ნაწილის გარეშე გრძელდება.
შეხვედრაზე, სადაც სასამართლოს რეფორმირებაზე მსჯელობდნენ, პარტიების ნაწილი არ მივიდა. რა ხარვეზები აქვს ოთხი ტალღის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს და რა ნაბიჯებია გადასადგმელი მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გასაზრდელად – ეს იყო დღევანდელი კონსულტაციების მთავარი თემა. დოკუმენტები, სადაც სასამართლო სფეროში არსებული სიტუაცია და წინა რეფორმებია შეფასებული, დღეს ოპოზიციიდან მხოლოდ „მოქალაქეებმა“ წარმოადგინეს. ნდობა და დამოუკიდებლობა – ეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული მთავარი პრობლემებია. გამოწვევად სახელდება მოსამართლეების არჩევის წესი და იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა. მომდევნო შეხვედრიდან უნდა დაიწყოს იმ ცვლილებების პროექტის მომზადება, რომლებიც სექტემბერში კანონად იქცევა.