ევროინტეგრაცია და ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესი, – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
მედიასთან შემაჯამებელი კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სპეკულაციები მთავრობის უმოქმედობის შესახებ, დასრულებულია – კითხვას პასუხი ევროკომისიამ გასცა, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება გამოაცხადა.
აქცენტები ქართველი ხალხის მისამართით, პრემიერის თქმით, ოპონენტების მხრიდან მხოლოდ საბოტაჟის მცდელობაა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციამ, ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ დაადასტურა.