ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

„უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება იქამდე, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ევროკავშირისკენ მისწრაფებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ომის მიუხედავად, სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს რეფორმებს.