369 შეკითხვაზე პასუხები გაცემულია.
ბრიუსელიდან მიღებული მთავარი კითხვარი შეივსო. ახლა ბოლო ეტაპი, ანუ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა იწყება. 33 თავი, 2 300-მდე კითხვა – საქართველოს 13 მაისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი შეავსოს, რის შემდეგაც პასუხების ბრიუსელში გაგზავნის. ევროკომისიის შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის დრო დგება – იმსახურებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
კითხვარის მეორე ნაწილი ძირითადად სექტორულ მიმართულებებს მოიცავს და იმის გარკვევას ისახავს მიზნად, თუ რამდენად შეესაბამება კონკრეტულ დარგებში ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მოლოდინი ოპტიმისტურია. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად აქცევს. ოპონენტების არაერთი მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული პასუხები საჯარო არ იქნება.