ევროკომისიის დასკვნა - საქართველო უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში
უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, – ასეა შეფასებული საქართველო ევროკომისიის ანგარიშში. დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2016-17 წლებს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მიმდინარე წელს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ხაზგასმულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
ევროკომისიაში თვლიან, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს ქვეყნის ორიენტაციას ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.