ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეძლებენ თუ არა ერთად მუშაობას. ევროკომისიისგან მიღებული დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ახალა საუბარი 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეა. პოლიტიკური ოპონენტები თანხმდებიან, რომ აუცილებელია, კონსოლიდაცია, რათა საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. უმრავლესობას კი ოპონენტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი ამჯერადაც არ აქვს.