ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - პაველ ჰერჩინსკის გზავნილები

სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ევროკომისია საქართველოს ამჯერად ცხრაპუნქტიან გეგმას აძლევს.

კანონის უზენაესობის, მედიის ხელშემწყობი გარემოს, თავისუფალი არჩევნების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გარდა ბრიუსელი თბილისისგან პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას და ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივ მუშაობას ელის. აქცენტი კეთდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების აუცილებლობაზეც. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროინტეგრაციის გადამწყვეტ ფაზაში ქვეყანას სრულ მხარდაჭერას ჰპირდება და იმ სამუშაოებზე საუბრობს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდეა შესასრულებელი.

როგორი იქნება ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ 15 დეკემბერს უნდა მიიღოს – პაველ ჰერჩინსკის გზავნილები ნათია ქენქაძემ მოისმინა.