ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - გამოხმაურება მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას და ურთიერთბრალდებებს წერტილი მაინც ვერ დაუსვა.

ხელისუფლება და ოპოზიცია ახლა იმაზე ვერ თანხმდებიან, ვისი დამსახურებაა ბრიუსელში გაკეთებული დღევანდელი შეფასებები და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია. მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებს წელიწადნახევრიან საბოტაჟში ადანაშაულებენ და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებიც 2022 წლის ივნისის შემდეგ ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში მიიღეს. თუმცა, ყველა ეს ცვლილება ფასადურია ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ხელისუფლებას ანტიდასავლურ რიტორიკაზე მიუთითებს და სტატუსზე დადებით რეკომენდაციას ხალხის დამსახურებას და გეოპოლიტიკურ მოცემულობას უკავშირებს.

იქნება თუ არა გათვალისწინებული ბრიუსელის მოწოდება და ითანამშრომლებენ თუ არა „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები ევროკომისიის ანგარიშში მითითებული საკითხების გარშემო – თეონა მანაგაძე გაგვაცნობს რეაქციებს, რომლებიც ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას და ანგარიშს პოლიტიკურ წრეებში მოჰყვა.