„მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები, კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად“ – ამის შესახებ ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში ვკითხულობთ. ეს დოკუმენტი ახლა ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. რეკომენდაციების ნაწილში წერია, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. ანგარიშში დასკვნის სახით წერია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ პერსპექტივა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განხორციელებას და კომისიის რეკომენდაციების შესრულებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.