ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიცია აქცენტს იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც კორუფციაზეა საუბარი. რაც შეეხება მიგრაციასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ამ პრობლემის მოგვარება ეკონომიკის განვითარებითა და სამუშაო ადგილების შექმნით უნდა შეძლოს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ანგარიშში მთელი რიგი პოზიტიური მიმართულებებია, რაც ხელისუფლების ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. მათი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობას და მიღწეულ შედეგებს ყველა მოქალაქე თანაბრად უნდა გაუფრთხილდეს.