უმრავლესობასთან კონსულტაციებზე ოპოზიციის ნაწილი ისევ უარს ამბობს – დიალოგში ამ დრომდე მხოლოდ „გირჩი“, მოქალაქეები, „რესპუბლიკური პარტია“ და გახარიას გუნდია ჩართული. ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი პირობა, ანუ დეპოლარიზება ისევ ღიად რჩება.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო პირობების შესასრულებლად მომზადებული სამოქმედო გეგმის აღსრულება დაიწყო, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის პროცესი ფარსია. რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილებების სასწრაფო წესით მიღება – ოპოზიციის აზრით, სწორედ ამ გზით არის პოლარიზების შემცირება შესაძლებელი.