ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ამ პაკეტის ცენტრალური ნაწილი არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გააძლიერებს მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის ქმედებების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას. საუბარია ისეთ საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკაზე და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენისკენ. პაკეტი ასევე მოიცავს ორ რეკომენდაციას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან და პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ევროკომისია აღნიშნავს, რომ პაკეტის მიზანია უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავება მეტი გამჭვირვალობის საშუალებით.
პარტია „ხალხის ძალაში“ განმარტავენ, რომ ეს სწორედ ის კანონპროექტია, რომელიც მათ პარლამენტში გაზაფხულზე წარადგინეს და რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. მმართველი გუნდი მაშინ იძულებული გახდა, აღნიშნული კანონპროექტი უკან გაეწვია. სოზარ სუბარი განმარტავს, რომ ეს მიზნები დღემდე დგას საქართველოს წინაშე, თუმცა „ხალხის ძალა“ ამ კანონის ინიციატორი აღარ იქნება.