ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

ბრიუსელში ევროკომისიის კოლეგიის სხდომა იმართება, რის შემდეგაც ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. საუბარი იქნება ამ პროცესში ჩართული ათი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციაზე. კოლეგიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.