როგორია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ევროკომისიის შუალედური შეფასება მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. დოკუმენტთან დაკავშირებით, ზეპირ შეფასებას პირველად ევროკავშირის ელჩებს ბრიუსელში ოთხშაბათს გააცნობენ, ამის შემდეგ, ხუთშაბათს სტოკჰოლმში გაფართოების კომისარი ოლივერ ვარჰეი ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად იმსჯელებს სამივე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. განახლებული შეფასება შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს. მოლოდინები განსხვავებულია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში.