ბრიუსელიდან ქართული დელეგაცია ახალი პოლიტიკური გზავნილებით ბრუნდება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის, განათლების და უსაფრთხოების სფეროებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება.
უნიკალური ფორმატის შეხვედრის გარდა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული სხდომა, სადაც დავით ზალკალიანს კითხვებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი ევროპის სახალხო პარტიის წევრები უსვამდნენ.
არჩევნების მეორე ტურის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრს ხელისუფლების ბოლო ინიციატივებზეც მოუხდა საუბარი.