საქართველო და ევროკავშირი დღეიდან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე გადადიან.
ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა უკვე დასრულებულია. პრემიერ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია შეთანხმება, რომლის მიხედვით უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ეს იყო ფორმატი, რომელში მონაწილეობაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებიდან ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოს შესთავაზა.