საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან.
ინიციატივა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკავშირს თებერვალში წარუდგინა, ჟან კლოდ იუნკერმა ოფიციალურად დაადასტურა. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სექტორული მიმართულებით უფრო მაღალ დონეზე გადავა. ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით შეიქმნება ახალი მექანიზმები, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის კუთხით საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ახალ ფორმატს ევროკომისიის პრეზიდენტი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ხელმძღვანელი გაუწევენ მეთვალყურეობას.
დარგობრივი მიმართულებით დიალოგის ახალი ფორმატის დაწყების შესახებ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროცესი ევროკავშირთან ინტეგრაციას დააჩქარებს.