არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების საგარეო პრიორიტეტები.
ვის როგორ ესახება ევროინტეგრაციის პროცესის წარმართვა, რა რეფორმების გატარებას გეგმავს ამ გზაზე და როდის წარმოუდგენია ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად სალომე ქოქიაშვილი საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი ხუთი პარტიის საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს გაეცნო, რომელიც საგარეო პოლიტიკას, კონკრეტულად კი ევროპასთან ინტეგრაციას ეხება. მომდევნო რეპორტაჟში ნახავთ, როგორ წარმოუდგენიათ მმართველი გუნდის, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს ევროპულ ოჯახამდე მისასვლელი გზა.