ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომა

სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის სხდომა იწყება. მას როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხზე იმსჯელებენ. სხდომის დასრულების შემდეგ მიიღებენ ერთობლივ რეზოლუციას. კომიტეტის სხდომამდე გაიმართა ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები ევრო-პარლამენტარებთან. განხილვის მთავარი საკითხები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები იყო.