უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში.
ევროპულმა საბჭომ სამივე ქვეყნიდან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესწავლა დაიწყო. პარალელურად, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკომისია მოიწვიონ, რათა მან სამივე ქვეყნის შესახებ მოსაზრებები წარადგინოს. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვენ. ჩვენი ქვეყანა შესაბამისი განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა და ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ თარიღი გადმოწია.
იქნება თუ არა სამივე ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიღებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული პროცედურით მიღების
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს და როგორია შეფასებები ევროპარლამენტიდან, – ანა ბროლაძე განაგრძობს საუბარს სტრასბურგიდან.