ევროკავშირის წარმომადგებლობა და ევროპის საბჭო საქართველოში 2023-2027 წლებში GANSAXORCIE ახალ პროექტებს იწყებენ. ოთხი ახალი პროექტი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი სამ მილიონ ევროს შეადგენს. წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში. მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას და ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. გარდა ამისა, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან. დამატებით, რეგიონულ დონეზე კი განხორციელდება სამი პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ის მოიაზრებს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლას, თანასწორობის ხელშეწყობას, დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.