პოლიტიკოსები ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებენ. საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არ არის აღნიშნული, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. ყოველწლიურ ანგარიშში ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმებია მიმოხილული. არის კრიტიკული და ასევე პოზიტიური შეფასებები.
ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში საქართველოს გარკვეულ წინსვლას აღნიშნავს და ინკლუზიური რეფორმების საჭიროებას უსვამს ხაზს, აქვე აღნიშნავს, რომ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.