ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთო პოზიცია დააფიქსირეს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა. კლემენტ ბონის თქმით, ისინი იდეალური კონსენსუსის მოწმენი გახდნენ. მისივე განცხადებით, ევროპა განაგრძობს წინსვლას ამ ისტორიულ მომენტში და კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში. ბონის თქმით, ეს გრძელი და რთული პროცესია.