რას აპირებს პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით – დაადებს ვეტოს, თუ არ წარადგენს მოტივირებულ შენიშვნებს. „არა და არასოდეს. ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა პრესკონფერენცია ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამართა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლებაც და კანონპროექტიც. მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებს უკვე გააცნო, თუ როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომლის სათავეშიც იქნება.
ანა ბროლაძე დეტალებით.