როგორ გაგრძელდება ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში მსჯელობენ. განსახილველ თემებს შორისაა ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ასევე მსჯელობის საგანი იქნება ის, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებს.