ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ეკონომიკის სამინისტროში - გამოხმაურება
რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს გამოხმაურება მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა და მათთვის სრულიად გაუგებარია ქვეყნის საგარეო კურსი და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები. მმართველ გუნდში კი დემარშს უსაფუძვლოს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩი ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად გუშინ ეკონომიკის მინისტრს შეხვდა და რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარში გადასცა. დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებაზე პუტინის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ნებართვის მიცემით შეშფოთებულები არიან.