ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, წევრი ქვეყნების სახელით, იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური დემარში გააცნო. შეხვედრას ელჩთან ერთად, საქართველოში შვედეთის ელჩიც ესწრებოდა. დემარში ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ.
შეხვედრაზე მოისმინეს ოფიციალური პოზიცია, თუ რას აკეთებს მთავრობა მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის კუთხით. შეხვედრას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.