საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი. განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა. „მივესალმებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს კანონის პროექტი უცხოური გავლენის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.
„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილება