„ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში ვკითხულობთ. ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა: „ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, დიპლომატიაში, აჩვენოს თავშეკავება და დეესკალაცია“, – წერია განცხადებაში.