ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში და საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში.
მიენიჭება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას – მსჯელობა რამდნიმე წუთში დაიწყება. თუმცა, მანამდე უკვე გაკეთდა განცხადებები ევროპულ პერსპექტივაზე. აღინიშნა, რომ ეს არის სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული ოჯახის კუთვნილების დადასტურება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბოლოო დასკვნა და გადაწყვეტილება ცნობილი სავარაუდოდ გვიან ღამით გახდება.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სალომე ქოქიაშვილი მუშაობს.