ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი – ევროპის სამი ქვეყნის სპიკერები საქართველოში არიან. პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტის მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე დახმარება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო სამუშაოების გაცნობაა. შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს დღეს პირადად გააცნო, რა ნაბიჯები იდგმება ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად და როგორია წლის ბოლოსთვის მოლოდინი.
მმართველი გუნდი ივნისის ბოლოსთვის რეკომენდაციებზე მუშაობის დასრულებას აანონსებს. ერთიანი სოლიდარობა საქართველოს მიმართ და სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, პოლარიზაციის დასაძლევად პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, უარი ანტიდასავლურ რიტორიკასა და ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო ნაბიჯებზე – ასეთია მთავარი გზავნილები, რომლებიც ევროპელმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოიტანეს.
თათია მაყაშვილი გვეტყვის, რა განცხადებებით დასრულდა ვიზიტის პირველი დღე.