შალვა პაპუაშვილი დღეს სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამი ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს პრემიერ-მინისტრი. იმსჯელებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს. დაგეგმილი დისკუსიების შემდეგ კი მაღალი რანგის სტუმრები მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ.