ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ დღეს განსახილველ საერთაშორისო საკითხებს შორის, შესაძლოა, საქართველოზეც იმსჯელოს. შეხვედრა ლუქსემბურგში იმართება. მას ხელმძღვანელობს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. განხილვის მთავარი თემებია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა. ასევე განიხილავენ პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარების საკითხს, სავარაუდოდ, ისაუბრებენ საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებზე, ამას ადასტურებენ საგარეო საქმეთა მინისტრებიც.