ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოზე შეფასებების თემაა თბილისში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბრიუსელში კრიტიკული შეფასებები გაკეთდა, თუმცა ერთიანი გადაწყვეტილება პერსონალურ სანქციებზე მიღებული არ არის. საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ტექნიკური მისია, რომელმაც კენჭისყრის პროცესზე უნდა მოამზადოს ანგარიში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ არჩევნებმა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა.