საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი არის განხილვის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკომისიის შეფასებაში საქართველოს ევროპული გზა ცხადად გაიწერა და ახალა ჯერი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინაში დღეს ომია. 23-24 ივნისის ევროკავშირის სამიტამდე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ მოსაზრებებს ცვლიან.
შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთეს და უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.