რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს საქართველო კანდიდატის სტატუსზე დეკემბერში – არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომლებიც ლუქსემბურგიდან გაკეთდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს პირველი დიპლომატიც მონაწილეობდა. პოზიტიური გზავნილის შემცველია მინისტერიალის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს შემაჯამებელი განცხადება, რომლის მიხედვით ჩვენმა ქვეყანამ ბევრ საკვანძო რეფორმაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიმღები ევროპული ქვეყნების პირველი დიპლომატებისთვის პირადად გაეცნო ის სამუშაოები, რომლებიც სტატუსის მისაღებად ივნისის შემდეგ ჩატარდა.