ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტერიალის მოლოდინებზე თბილისში განცხადებები კეთდება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მინისტერიალზე იმსჯელებენ საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ ჩატარდება გამჭვირვალე არჩევნები, ამას შედეგები მოჰყვება, შესაძლოა, სანქციები და პრობლემები ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით, განვლილი გზითა და რეფორმებით სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას იმსახურებს.