ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტერიალი დასრულებულია.
შეხვედრის შედეგებს ამ წუთებში ჯოზეფ ბორელი მედიასთან აჯამებს. მინისტერიალზე მსჯელობის ძირითადი საკითხები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და საქართველო იყო. უფრო კონკრეტულად კი, ევროპელი დიპლომატები ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის შეთავაზებულ ზომებს განიხილავდნენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე საპასუხოდ.