ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. მთავარ განსახილველ საკითხებს შორის რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, დასავლეთ ბალკანეთის საკითხს, ასევე ვენესუელისა და მიანმარის შესახებ იმსჯელებენ.

სტრატეგიული დისკუსიები გაიმართება სამხრეთ სამეზობლოსა და თურქეთთან დაკავშირებით. მინისტერიალის დაწყებამდე, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.