ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. როგორც ცნობილია, პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მისი მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს – ასეთია ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის პოზიცია.